ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რათა დავიცვათ რეგიონის სტაბილურობა
ევროკავშირი უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რათა დავიცვათ რეგიონის სტაბილურობა, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ ლისაბონში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩვენ განვიხილეთ გადაუჭრელი კონფლიქტების საკითხი. ევროკავშირი უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რათა დავიცვათ რეგიონის სტაბილურობა, რადგან ამ კონფლიქტებს პირდაპირი გავლენა აქვს ევროპელებზე. ეს ძალიან გრძელი დისკუსია იყო, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ძალიან ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტი არსებობს. ჩვენ თითოეული კონფლიქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს იმისთვის, რათა ეს კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდეს, რათა ორმხრივი კონტაქტების გაღრმავდეს და ჩვენი მონაწილება ეუთო-ში განმტკიცდეს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოუგვარებელი კონფლიქტებში გადაჭრაში ევროკავშირის როლის გაძლიერების საკითხი რუმინეთის ინიციატვით განიხილეს.