ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაცია მძევლების გათავისუფლებისთვის უნდა იყოს გამოყენებული
ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაცია მძევლების გათავისუფლებისთვის უნდა იყოს გამოყენებული

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარების მიერ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციამ, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შანსები გაზარდოს.

ამის შესახებ ბორელმა ნაპელში „დიდი შვიდეულის“ თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ „ახალი პერსპექტივაა გახსნილი“, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.