ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტს. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ყაზახეთში უცხო ჯარების შეყვანის საკითხს.
მისივე თქმით, ევროკომისია მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტს.
„ძალადობა უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ძებნისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მზადაა დიალოგის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა.