„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახდა. ამის შესახებ წერს ესპანური გამოცემა „სპორტი“ (Sport).
როგორც ცნობილია, 2018 წლის დეკემბერში პიკემ შეიძინა ესპანეთის მეხუთე დივიზიონის კლუბი „ანდორა“. ახლა კი ფეხბურთელის კუთვნილი კომპანია „კოსმოსის“ მფლობელობაში გადავიდა კლუბ „ხიმნასტიკ დე მანრესას“ აქციები. მხარეებს ჯერ კიდევ სჭირდებათ გარკვეული დეტალების შეთანხმება, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ კლუბის გაყიდვის ოპერაცია დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.
მომდევნო სეზონიდან „ხიმნასტიკი“ „ანდორას“ სარეზერვო გუნდი გახდება.