ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები განცხადებას ავრცელებენ
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები კიდევ ერთხელ გამოვდივართ თანამშრომლობისა და დიალოგის მოწოდებით, განსაკუთრებით კონფლიქტურ ხაზს მიღმა გლობალური პანდემიის დროს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფორმატად, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემებს გადასაჭრელად, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. მივესალმებით პანდემიის დროს დისკუსიების მონაწილეთა მიერ ჩვენთან გამართულ რეგულარულ კონსულტაციებს. ისევე როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების აღდგენას. ასევე მივესალმებით გალში ამავე მექანიზმის შეხვედრების განახლებას.
თუმცა, ამავე დროს, შეშფოთებული ვართ, რომ გადასასვლელი პუნქტები დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მოითხოვს სიფრთხილეს, ზოგიერთი გადასასვლელი პუნქტი, ისეთ როგორც არის ოზისში, ერთ წელიწადზე მეტია, დახურულია. ეს იყო „კოვიდ-19“-მდე. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ართულებს მკურნალობას, ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციას ისევე, როგორც საარსებო საშუალებებთან წვდომას.
ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მხარე გააძლიერებს ძალისხმევას ნდობის აღსადგენად და იმუშავებს კონსტრუქციულად თანათავმჯდომარეებთან ისევე, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარულ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან.
მოუთმენლად ველოდებით პროგრესს დღის წესრიგის ძირითად პუნქტებზე ჟენევის დისკუსიების შემდეგ რაუნდზე 2020 წლის 6-7 ოქტომბერს“, – აღნიშნულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში.