ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 148-ე ასამბლეის პარალელურად, ქართული დელეგაცია შეხვედრებს მართავს
ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 148-ე ასამბლეის პარალელურად, ქართული დელეგაცია შეხვედრებს მართავს

ჟენევაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 148-ე ასამბლეის პარალელურად, ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

გაიანას პარლამენტის თავმჯდომარესთან, კაბო ვერდეს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ყახაზეთის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაკისტანის სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბრიტანულმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავით ზილფიმიანი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.