ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინასთან ქურთმა დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინასთან, სადაც სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა, ქურთმა დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო მოქმედებების გააპროტესტეს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აქციის რამდენიმე დემონსტრანტმა გაერო-ს ოფისის ღობეზე ხელბორკილებით ხელები მიაბეს. პოლიციასთან 45-წუთიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი ისინი კვლავ დანარჩენ დემონსტრანტებს შეუერთდნენ, რომლებიც გზის მეორე მხარეს იყვნენ შეკრებილები.
თურქეთს სირიაში საზღვრიდან 30 კილომეტრის რადიუსში ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნა სურს, რის გამოც აღნიშნულ რაიონში 9 ოქტომბერს ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, თუმცა აშშ-ს შუამავლობით ოპერაციის 120 საათით შეჩერებაზე დათანხმდა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თურქეთი და რუსეთი სასაზღვრო რაიონის ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ.