ჟენევაში, აუქციონზე ვარდისფერი ბრილიანტი რეკორდულ ფასად, 50.3 მილიონ დოლარად გაიყიდა
ჟენევაში, აუქციონზე ვარდისფერი ბრილიანტი რეკორდულ ფასად, 50.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

ჟენევაში, აუქციონზე ვარდისფერი ბრილიანტი რეკორდულ ფასად, 50.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. BBC-ის ცნობით, 19-კარატიანი ძვირფასი ქვა სახელად „ვარდისფერი მემკვიდრეობა“ აუქციონზე საიუველირო ბრენდმა Harry Winston-მა წარადგინა.

„ვარდისფერი მემკვიდრეობის“ სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი დოლარი იყო, თუმცა აუქციონის დაწყებიდან თითქმის ხუთ წუთში ძვირფასი ქვა ახალმა მფლობელმა 50.3 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული კარატის ღირებულება 2.6 მილიონ დოლარს შეადგენს.

მანამდე ძვირფასი ქვა ოპენჰეიმერების ოჯახს ეკუთვნოდა, რომლებიც ძვირფასი ქვების მომპოვებელი საერთაშორისო კორპორაციის მფლობელები არიან. როგორც ცნობილია, ბრილიანტს დაახლოებით ასი წლის წინ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ საბადოში მიაგნეს.

ბრილიანტის ახალმა მფლობელმა მას „ვინსტონის ვარდისფერი მემკვიდრეობა“ შეარქვა.