ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის „სტრატეგიულ სტაბილურობასთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო
ჟენევაში „სტრატეგიულ სტაბილურობასთან“ დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
შეხვედრა მიმდინარეობს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეთანხმებების შემუშავებაზე სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ყოვლისმომცველი დიალოგის დასაწყებად.
კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა იმართება. აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე, ვენდი შერმანი ხელმძღვანელობს, რუსეთის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი.
შეხვედრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ მხარეები სტრატეგიული სტაბილურობის მხარდაჭერაზე და გაძლიერებაზე, ასევე შეიარაღების კონტროლის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.