ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, ჟენევაში გაერო-ს ოფისთან, 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ბერნში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, რომელთაც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ და შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ჯალაღანიამ, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. გამოსვლებში ხაზი გაესვა საქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს თარიღი გამოხატავს სწრაფვას თავისუფლებისადმი და ქართველი ხალხის ძალას, რომელმაც მოიტანა და აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.
შეკრება გაერო-ს ოფისთან მდებარე Broken Chair გაიმართა, რომელიც თავისუფლებისა და ომის მსხვერპლთა სიმტკიცის სიმბოლოა.