ჟდისლავ კრასნოდებსკი - ჩანდა, რომ საქართველო წინსვლის გზაზეა, თუმცა ბოლო დროს ვხედავთ ხანგრძლივ პროტესტს, ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო უხეშ ქმედებებს
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წარმატება დიდია, თუმცა არ უნდა დავხუჭოთ თვალი პრობლემებზე, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაშია, – ამის შესახებ ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე გამართულ დებატებზე პოლონელმა ევროპარლამენტარმა, „ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის“ წევრმა, ჟდისლავ კრასნოდებსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მაგალითად, საქართველოში ბოლო დროს ხანგრძლივი პროტესტი ფიქსირდება, ხელისუფლების მხრიდან კი – უხეში ქმედებები.
„ჩვენ ვართ რეგრესის თვითმხილველებიც. მაგალითად, ჩანდა, რომ საქართველო წინსვლის გზაზეა, თუმცა ბოლო დროს ვხედავთ ხანგრძლივ პროტესტს, ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო უხეშ ქმედებებს, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ რუსეთის მოქალაქე იყო“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა დებატებზე.