ჟან-კლოდ იუნკერმა რუმინეთს შენგენის ზონაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა რუმინეთს შენგენის ზონაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.
ბუქარესტში სტურმობისას, ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ რუმინეთის ისტორიული გზა რთული იყო, თუმცა ქვეყანამ ღირებულებების შენარჩუნება შეძლო. იანვრიდან როტაციის წესით, რუმინეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს რუმინეთი სხვა ქვეყნების დახმარების მიღებასაც შეძლებს.
„რუმინეთის ადგილი შენგენშია. ევროპარლამენტში სიტყვით გამოვედი, რომ რუმინეთი შენგენის ზონის წევრი გახდეს და ამ იდეის ერთგული ვრჩები. რუმინეთი შენგენის ნაწილი უნდა გახდეს“, – აღნიშნა იუნკერმა.
შენგენის ზონის წევრი ამჟამად ევროკავშირის 22 წევრი სახელმწიფოა.