ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირმა აშშ უნდა ჩაანაცვლოს
ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირმა აშშ უნდა ჩაანაცვლოს

ევროკავშირმა აშშ უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც, როგორც საერთაშორისო აქტორმა ძალა დაკარგა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ბელგიაში განაცხადა.

ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ გავლენას დაკარგავს და ეს ფუნქცია ევროკავშირმა უნდა შეასრულოს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა ნიშნავს, რომ ვაშინგტონს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან თანამშრომლობა აღარ სურს.

„ევროკავშირზეა დამოკიდებული, რომ აშშ-ის მანტია მოისხას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობაში, აშშ-ი მრავალმხრივ ურთიერთობების მიმართულებით ზურგს აქცევს მეგობრულ თანამშრომლობას“, – აღნიშნა იუნკერმა.