ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ყალბი ამბები არა მხოლოდ მედიით, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრემიერებისგანაც ვრცელდება
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ყალბი ახალი ამბები არა მხოლოდ მედიით, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრებისგანაც ვრცელდება. მაგალითისთვის იუნკერმა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი მოიყვანა.
„მაგალითად, როდესაც ბატონი ორბანი ამბობს, რომ მიგრანტები არიან პასუხისმგებელნი ბრექსიტზე, ეს არის არასწორი განცხადება. შეიძლება ითქვას, ყალბი ახალი ამბავი. ასე რომ, მხოლოდ მედიას ნუ დავადანაშაულებთ“, – განაცხადა იუნკერმა.