ჟან-ივ ლე დრიანი - ირანის მიერ ურანის გამდიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯები „წითელ ხაზთან“ სიახლოვეს ნიშნავს
ჟან-ივ ლე დრიანი - ირანის მიერ ურანის გამდიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯები „წითელ ხაზთან“ სიახლოვეს ნიშნავს

ირანის მიერ ურანის გამდიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯები „წითელ ხაზთან“ სიახლოვეს ნიშნავს – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების გეგმა უცვლელია, თუმცა წითელ ხაზთან დაახლოება ყოველთვის საშიშია.

„ვფიქრობ ირანის ინიციატივა მისაღებია და ირანის გაღიზიანებას აჩვენებს. აუცილებელია ირანელებმა გააცნობიერონ, რომ თუ შეთანხმებას დაარღვევენ, ახალი სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან და ამ შემთხვევაში ევროპელები უმოქმედოდ ვერ იქნებიან“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.