ბრაზილიის პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება. ეს განცხადება ჟაირ ბოლსონარუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისხმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევი მოხსნის საფრთხეზე ისაუბრა.
ჰარისის თქმით, შეზღუდვების გაუქმების მთავარი კრიტერიუმი ინფექციის გავრცელების შენელებაა, ლათინური ამერიკის ქვეყნებში კი „კოვიდ-19“-ის ეპიდემია შეშფოთებას იწვევს.
ჟენევაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ბოლსონარუმ მედიასთან საუბარისას აღნიშნა, რომ ბრაზილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის საკითხს განიხილავს, თუ ეს ორგანიზაცია დარჩება „პარტიზანულ პოლიტიკურ ორგანიზაციად“.
ბრაზილიაში კორონავირუსის 645 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 35 ათასზე მეტი ადამიანი.