დიზაინერი აზედინ ალაია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას Harpers Bazaar ავრცელებს.
ტუნისელი დიზაინერი პარიზში საცხოვრებლად 1957 წელს გადავიდა და მუშაობა ლეგენდარულ ფრანგ დიზაინერთან კრისტიან დიორთან დაიწყო, სხვადასხვა დროს ასევე თანამშრომლობდა Guy Laroche-სთან და Thierry Mugler-სთან.
აზედინ ალაიამ 1970 წელს საკუთარი მოდის სახლი გახსნა, რის შემდეგაც მსოფლიო პოპულარობა და აღიარება მოიპოვა.
ავტორი: თათია ბუხრაშვილი