„დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დევნილთა ნაწილი ისევ რჩება.
დევნილები შენობის დატოვებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროსგან კონკრეტულ გარანტიას არ მიიღებენ, რომ უწყება ახლო მომავალში საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს.
როგორც იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, შეჭრილთა ნაწილი უკვე მეხუთე დღეა, შიმშილობს.
რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გუშინდელ შეთავაზებას, რომ პროცესმა მოლაპარაკების რეჟიმში გადაინაცვლოს, შეჭრილები სავარაუდოდ რამდენიმე წარმომადგენელს დღეს გააგზავნიან უწყებაში.
დღეს ერთ-ერთმა დევნილმა ღობე დააზიანა და იძულებით გადაადგილებულ ქალბატონს, რომელიც ობიექტში შესვლას ვერ ახერხებდა, შეღწევაში დაეხმარა. ამ დროისთვის „დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.