დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, შვედეთში ბელარუსის საელჩო გაიხსნა
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, შვედეთში ბელარუსის საელჩო გაიხსნა

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, შვედეთში ბელარუსის საელჩო გაიხსნა. ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყებებს შორის გაიმართა კონსულტაციებიც.

შეხვედრაზე ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გასული წლის ნოემბერში აღდგა.

ბელარუსსა და შვედეთს შორის ურთიერთობები 2012 წელს მას შემდეგ გართულდა, რაც მსუბუქძრავიანი სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელშიც შვედური წარმოების ნივთები იყო განთავსებული, ლიტვის გავლით ბელარუსის ტერიტორიაზე შეფრინდა და მინსკის ოლქში სათამაშო დათვები ჩაყარა. აღნიშნულ სათამაშოებზე ბელარუსში პრესის თავისუფლების მოწოდებები იყო დამაგრებული.

ინციდენტის შემდეგ, ბელარუსმა შვედეთის ელჩს აკრედიტაცია აღარ გაუგრძელა და დიპლომატი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი,ბელარუსის ახალი ელჩის მიღებაზე უარი განაცხადა.