თბილისის ”დინამომ” სინჯებზე ოთხი ფეხბურთელი მიიწვია, რომელთაგანაც ორი უცხოეთის პასპორტის მქონე ქართველია.
25 წლის ფორვარდი, უკრაინის მოქალაქე ევგენი ბოხაშვილი, რომელიც დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს” აღზრდილია. მას სხვადასხვა დროს ”კრივბასში”, ”კარპატიში”, ”ვოლინში”, ”ნაფტოვიკსა” და ვინიკის ”რუხში” უთამაშია, იყო უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.
მეორე მოთამაშე ბელარუსის მოქალაქე, 18 წლის ნახევარმცველი ნიკა ბასარიაა. იგი მინსკის ”დინამოს” ესპანური ”კორნელიას” ღირსებას იცავდა და ბელარუსის 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახლდათ.
23 წლის ნახევარმცველი ლაშა მანაგაძე ბოლნისის ”სიონში” თამაშობდა და გასულ სეზონში სპეციალისტებს თავი მოაწონა. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი გურამ ლუკავა 2017 წელს ფოთის ”კოლხეთში” თამაშობდა, საიდანაც პოლონურ ”ლეგიონოვიაში” გადავიდა.
სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელებს დააკვირდება და შეკრებაზე წამსვლელთა ვინაობა ამის შემდეგ გადაწყდება. დინამოელები მოსამზადებელ ეტაპზე ზამთრის თასზეც ითამაშებენ, 22 იანვრიდან კი თურქეთში შეკრებას გაივლიან.
„დინამომ“ წლის პირველი ვარჯიში დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. გუნდს მხოლოდ ტრავმირებულები, გიორგი თევზაძე და გიორგი ზარია აკლდნენ.
ახალწვეულთა გარდა, 19-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებიც ვარჯიშობდნენ.