თბილისის „დინამოსთვის” სეზონი დასრულდა. გუნდი მხოლოდ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა და საქართველოს თასის ფინალშიც ვერ გავიდა.
დასრულებული სეზონის შემდეგ „დინამოს” ადმინისტრაციამ საკადრო ცვლილებები დაიწყო – ცნობილი გახდა, რომ კლუბი სამ ლეგიონერს შეელია.
კლუბის ცნობით, უკრაინელ მეკარესა და მცველს, სერგეი ლიტოვჩენკოსა და ბოგდან მიშენკოს, ასევე ნიგერიელ მცველს, მოჰამედ ალიუს კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და აღარ გაუხანგრძლივეს – კლუბს უკვე სამივე დაემშვიდობა.