21 ივნისს ხორვატიის ჩემპიონატის 30-ე ტური გაიმართა, რომლის შემდეგაც ლიდერი ზაგრების „დინამო“ უახლოეს მდევარ „ლოკომოტივისთვის“ მიუწვდომელი გახდა და მორიგი ჩემპიონობა მოიპოვა. ეს არის დედაქალაქელთა მე-14 ტრიუმფი ბოლო 15 წლის განმავლობაში, მთლიანობაში კი ისინი ქვეყნის ჩემპიონები უკვე 21-ედ გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში ზაგრების „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „მანჩესტერ სიტისთან“, „ატალანტასთან“ და დონეცკის „შახტართან“ ერთად მოხვდა, ექვს მატჩში ხუთი ქულა დააგროვა და მერვედფინალში გასვლა ვერ მოახერხა.