„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციოში ერთვება
„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციოში ერთვება

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გაიმართება „უეფას“ (UEFA) ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი „საბურთალოსა“ და ზაგრების „დინამოს“ შორის.

საქართველოს ჩემპიონმა პირველ რაუნდში მოლდავური „შერიფი“ დაამარცხა (3-0; 1-3), ხორვატული გუნდი კი ევროტურნირებში მეორე საკვალიფიკაციოდან ერთვება.

თუ „საბურთალომ“ ეს ბარიერი გადალახა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ „ვალეტასა“ და უნგრულ „ფერენცვაროშს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო თუ დამარცხდა, „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციოზე გადაინაცვლებს, სადაც სომხურ „არარატ-არმენიასა“ და გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მატჩი საქართველოსა და ხორვატიის ჩემპიონებს შორის დღეს 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ონლაინ რეჟიმში მატჩის ნახვა შესაძლებელი იქნება შემდეგ ბმულზე.

Live

აქვე შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ზაგრებში 30 აგვისტოს გაიმართება.