პირველი ტაიმის შემდეგ, „საბურთალო“ - ზაგრების „დინამოს“ შორის მატჩში უგოლო ფრეა [ფოტო]
პირველი ტაიმის შემდეგ, „საბურთალო“ - ზაგრების „დინამოს“ შორის მატჩში უგოლო ფრეა [ფოტო]

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი, რომელშიც „საბურთალო“ ზაგრების „დინამოს“ „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე მასპინძლობს.

მატჩის პირველ ნახევარში ბურთს ძირითადად „საბურთალო“ აკონტროლებდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მეტიც, ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი „დინამოს“ შვეიცარიელ თავდამსხმელ გავრანოვიჩს ჰქონდა, რომელმაც სწრაფი კონტრ-შეტევის შემდეგ, მეტოქის კარისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი კუთხურზე აღმოჩნდა. საბოლოოდ, 45 წუთის შემდეგ, ანგარიში 0:0-ია.

შეგახსენებთ, რომ თუ „საბურთალომ“ ეს ბარიერი გადალახა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ „ვალეტასა“ და უნგრულ „ფერენცვაროშს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო თუ დამარცხდა, „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციოზე გადაინაცვლებს, სადაც სომხურ „არარატ-არმენიასა“ და გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ. დაპირისპირების მეორე ნახევარი რამდენიმე წუთში დაიწყება.