ჩარტერული რეისით ზაგრებში - „საბურთალო“ თამაშისთვის ემზადება
ჩარტერული რეისით ზაგრებში - „საბურთალო“ თამაშისთვის ემზადება
„საბურთალო“ უკვე ხორვატიაშია. საქართველოს ჩემპიონი ზაგრებში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ზაგრების „დინამოს“ 30 ივლისს დაუპირისპირდება.
 
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრებში სულ 19 ფეხბურთელი წაიყვანა.
მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.
მცველები: ნიკოლოზ მალი, გია ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.
ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია.
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.
ზაგრებში „საბურთალოს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია დაემატა. მაგრამ გაცილებით დიდია დანაკლისი – სხვადასხვა მიზეზით ვერ ითამაშებენ ვაგნერ გონსალვესი. ლაშა შინდაგორიძე,. ელვინ ტერა და გიორგი კოხრეიძე. გუნდი ზაგრების “მაქსიმირზე” დღესვე წინასამატჩო ვარჯიშს გამართავს, ხოლო მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე მედიას შეხვდება.
ზაგრების „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.