გიორგი ჭიაბრიშვილი - დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაგრებში გავიმარჯვებთ
გიორგი ჭიაბრიშვილი - დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაგრებში გავიმარჯვებთ
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრების „დინამოსთან“ განმეორებით მატჩზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.
 
„თბილისში შეხვედრა 0:2 დავთმეთ და, აქედან გამომდინარე, განმეორებითი თამაში რთული იქნება. მაგრამ გუნდი, ფეხბურთელები კარგ განწობაზე არიან და ზაგრებში ასეთი შემართებით ჩამოვედით. დიდი იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ. სამწუხაროდ, ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს პრობლემები ყველანაირად დავძლიოთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჭიაბრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა ხვალ, 30 ივლისს გაიმართება. საქართველოს პირველი არხი ზაგრებიდან მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს თბილისის დროით 22:00 საათზე შემოგთავაზებთ.