„დინამო თბილისის“ 15-წლამდელთა გუნდი (შესაბამისი ასაკის) საქართველოს ლიგის 2021 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა.
2021 წლის ოქროს ლიგის სეზონი Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ჩატარდა და მხოლოდ 2022 წელს დასრულდა.
გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი „დინამო თბილისის“ აკადემიაში, „საბურთალოსთან“ მატჩის შემდეგ გადაეცათ.
„დინამო თბილისის“ 15-წლამდელთა გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვა.