სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი - ფეხბურთში გოგონათა რაოდენობა დღითიდღე იზრდება #1TVSPORT
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი - ფეხბურთში გოგონათა რაოდენობა დღითიდღე იზრდება #1TVSPORT

კამპანია „#WePlayStrong საქართველოს“ ფარგლებში, ახალი საფეხბურთო პროექტის განხორციელება დაიწყო – 11X11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი გოგონათა შორის პირველად ტარდება.

ორგანიზატორი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციაა, ხოლო ინიციატორი და მხარდამჭერი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ღონისძიება უეფა-ს მასობრივი კვირეულის ფარგლებში იმართა.

გათამაშებაში 14 გუნდი მონაწილეობს. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც ერთ თვეს გასტანს, ფინალში კი ერთმანეთს დასავლეთის და აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდები დაუპირისპირდებიან.

ტურნირის პირველი ტურის გახსნითი შეხვედრები კასპში გაიმართა და მას სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, ბერდია ჯიბლაძე დაესწრნენ.

„გვიხარია, რომ ბევრი გოგონაა ჩართული. გვყავს 14 გუნდი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოდან. ფეხბურთში გოგონათა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ უფრო მეტი გოგონა იყოს ჩართული ფეხბურთში და ჯანსაღი წესით იცხოვროს. აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო მომავალ წელს, გათამაშება უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მეტი გუნდი ჩაერთვება“, – ამბობს სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.