დაკარგული „ოქროს ქულები“ – „დინამომ“ უხერხულ მეტოქე „სამგურალთან“ ვერც ამჯერად მოიგო #1TVSPORT
დაკარგული „ოქროს ქულები“ – „დინამომ“ უხერხულ მეტოქე „სამგურალთან“ ვერც ამჯერად მოიგო #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“, რომელიც ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებალდ იბრძვის, ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო და მორიგი „ოქროს ქულები“ დაკარგა.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ეროვნული ლიგის 28-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ ესტუმრა და ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. ანგარიში სერგო კუხიანიძემ მე-2 წუთზე პენალტი გახსნა, რომელიც მიმდინარე სეზონში თბილისელთა მოუგვარებელ პრობლემად გადაიქცა. კუხიანიძემ თბილისელებთან ოთხ მატჩში სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

„დინამო თბილისმა“ პირველივე ტაიმში მოახერხა დაწინაურება. ორივე გოლით სტანდარტისა და ლევან ხარაბაძის საგოლე პასით გავიდა – ჯერ თავი დავით სხირტლაძემ (12) გამოიჩინა, შემდეგ – ოსეი ბარნსმა (29). მასპინძელთა მცველმა ნიკა კალანდარიშვილმა (73) ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გუნდებმა 4 მატჩი ჩაატარეს და „დინამომ“ „სამგურალი“ ერთხელაც ვერ დაამარცხა – ორჯერ დამარცხდა, ორჯერ კი ქულა მოიპოვა. ანუ, შესაძლო 12 ქულის ნაცვლად „დინამო“ ლიგაში 19 წლის შემდეგ დაბრუნებულ წყალტუბოელებთან მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა (1:1, 0:2, 1:2, 2:2).

28 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 53 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ბათუმის „დინამოს“ (57) სხვაობის კიდევ უფრო გაზრდის საშუალება მისცა (ბათუმელები დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებენ). წყალტუბოს „სამგურალმა“ კი 36 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზეა.