სამსაჯო კარიერა დაასრულა - დავით ხარიტონაშვილი საზეიმოდ გააცილეს #1TVSPORT
სამსაჯო კარიერა დაასრულა - დავით ხარიტონაშვილი საზეიმოდ გააცილეს #1TVSPORT

დავით ხარიტონაშვილმა სამსაჯო კარიერა დაასრულა. გამოცდილი ქართველი მსაჯი, ეროვნული და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი საქართველოს და ტაილანდის მატჩის დროს, შესვენებისას გააცილეს.

დავით ხარიტონაშვილმა მსაჯობა 1997 წელს დაიწყო. 2005 წლიდან იყო უმაღლესი ლიგის არბიტრი. 2011-2014 წლებში ჰქონდა ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის სტატუსი. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 302 შეხვედრა. ამასთან, სხვადასხვა სტატუსით მონაწილეობდა საერთაშორისო მატჩებში.

საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებების ამხანაგური მატჩის დაწყებამდე, დავით ხარიტონაშვილს მადლობის ნიშნად სამასხოვრო საჩუქარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანლემა, ჯუნეტ ჩაქირმა გადასცეს.