თბილისის „დინამომ“ დიღმის ბაზაზე წელს პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – კახი კაჭარავას გუნდი გორის “დილას” დაუპირისპირდა.
თბილისელებმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშეს – კაჭარავამ, უმეტესად, სინჯებზე მყოფი და აკადემიის ფეხბურთელები დატვირთა, მატჩი კი „დილას” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებიდან “დინამოს” შეკრებაზე უკრაინელი ნახევარმცველი, დმიტრო ივანისენია გაჰყვება.
ივანისენს თურქეთში დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებასაც შემდეგ მიიღებენ.
24 წლის ფეხბურთელი დონეცკის “შახტარის” აღზრდილია, და “ილიჩივეცში” გამოდიოდა.
თბილისის “დინამო” ზამთრის შეკრების გასავლელად 22 იანვარს თურქეთში გაემგზავრება.
2018 წლის სეზონისთვის მზადების პირველ ეტაპს დედაქალაქელები სიდეში გაივლიან და 4 ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ: 26 იანვარს ლუგანსკის “ზორიასთან”, 29 იანვარს – ნოვი სონჩის “სანდეციასტან”, 2 თებერვალს – პოლტავის “ვორსკლასტან”, 6 თებერვალს კი – ტულის “არსენალტან”.
კახი კაჭარავას გუნდი თბილისში 7 თებერვალს დაბრუნდება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება.