„დინამო" ნახევარფინალში 2:0 დაწინაურდა
„დინამო" ნახევარფინალში 2:0 დაწინაურდა

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფში ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა თბილისის “დინამოსა” და “მგზავრებს” შორის. მოქმედმა ჩემპიონმა მეორეჯერაც მოიგო და 2:0 წაიყვანა ანგარიში.

მეორე მატჩში “მგზავრებმა” უფრო მეტი იბრძოლა და საბოლოო მოგების შანსიც ჰქონდა. პირველი მეოთხედი და პირველი ტაიმი “დინამომ” ოთხი ქულით მოიგო.

“მგზავრებმა” ყველაზე კარგად მესამე მეოთხედი ჩაატარა, რომელშიც სამი ქულით წინ გასვლაც კი მოახერხა. ამას მოჰყვა “დინამოს” მხრიდან დაცვაში თამაშის გაძლიერება, რისი წყალობითაც მან ხუთი ქულით მოიგო მეოთხედი და ბოლო ათწუთეულის წინ ცხრა ქულით გავიდა წინ.

ბოლო მეოთხედში “მგზავრებმა” ვერაფერი შეცვალა და 75:84 წააგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო დინამოელი ილია ლონდარიძე, რომელმაც 25 ქულა აიღო. ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა კაელ ტურპინს.

სერიაში დინამო 2:0 დაწინაურდა და ფინალამდე ერთი გამარჯვება აკლია. მორიგი მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.