„დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან სავარაუდოდ უკანონოდ დამონტაჟებული სათვალთვალო მოწყობილობა ამოიღეს
„დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილიდან სავარაუდოდ უკანონოდ დამონტაჟებული სათვალთვალო მოწყობილობა ამოიღეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
უწყების განმარტებით, ამოღებულ მოწყობილობას ექსპერტიზა ჩაუტარდება.