დიმიტრი ცქიტიშვილი - შვედეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო და არის
შვედეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო და არის, – ეს განცხადება შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მეორე მოადგილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა.
“შეხვედრაზე საუბარი შვედეთსა და საქართველოს შორის, მათ შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას შეეხო. შვედეთი ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო და არის. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, საქართველოს წინაშე ევროპული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვებზე და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე. ასევე, აქცენტი საკონსტიტუციო რეფორმასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივებზეც გაკეთდა. შვედეთში საქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იგეგმება და ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთი დამატებითი სტიმული იქნება”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.