დიმიტრი შაშკინი - დასანანია, რომ ნიკა მელიამ არ გამოიყენა გუშინ ეთერი, რათა ესაუბრა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ, „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე
დასანანია, რომ ნიკა მელიამ არ გამოიყენა გუშინ ეთერი, რათა ესაუბრა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ, „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია დასრულებულია და ახლა პარტიის მთავარი პრიორიტეტია საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ნიკა მელიამ არ გამოიყენა გუშინ ეთერი, რათა ესაუბრა ამ თემაზე, „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე. ეს მხოლოდ დასანანია და სამწუხარო, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ“, – აღნიშნა შაშკინმა.
ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ დღეს ნიკა მელია არ გამოჩენილა სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს, შაშკინმა განაცხადა: „არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ“.