დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო გახსნა 
დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო გახსნა 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ქვემო ფონიჭალაში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო გახსნა.

საწარმო „პოლიმერ 1“, რომელიც გოფრირებულ მილებს აწარმოებს, პროგრამის ფარგლებში 6,5 მილიონი ლარით დაფინანსდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საწარმო როგორც ქართულ, ასევე, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნად პროდუქციას აწარმოებს.

„აღნიშნული პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში ძალიან მოთხოვნადია, რადგან მოიცავს როგორც სასმელი წყლის, გაზის, ასევე, სარწყავი მილების და სხვა დანიშნულებით გამოსაყენებელი მილების ჩამონათვალს, რაც მსოფლიო ბაზარზეც მოთხოვნადია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს „პოლიმერ 1“ პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს.

საწარმოში ამჟამად, 90 პირია დასაქმებული. წარმადობის გაზრდასთან ერთად, დამატებით 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაც იგეგმება.