საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსში ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ბელარუსელი მაშველების დაჯილდოვა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრს ვლადიმერ ვაშჩენკოს პირველი ხარისხის მედალი, ხოლო 10 მაშველს სხვადასხვა ხარისხის მედლები გადასცა.
პირველ ვიცე-პრემიერს ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის უნივერსიტეტში საპატიო დახვედრა მოუწყვეს.
პირველმა ვიცე-პრემიერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დაათვალიერეს სასწავლებლის ლაბორატორიები და სიმულაციური აუდიტორიები, რომლებიც გათვლილია ყველა სახის საგანგებო მდგომარეობაზე. სტუმრები გაეცნენ ავტოსატრანსპორტო შემთხვევისა და ხანძრის იმიტაციურ წვრთნებს, დაათვალიერეს კრიზისული მართვის ცენტრების, მოდელირების, საინფორმაციო უზრუნველყოფის, კავშირგამბულობისა და სხვა სიმულაციური ლაბორატორიები.
დიმიტრი ქუმსიშვილმა სამახსოვრო ფოტო გადაიღო 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ბელარუსელ მფრინავებთან.
საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს მეგზურობას უწევდა ბელარუსის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ვლადიმერ ვაშჩენკო.