საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სამუშაო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ქუმსიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეთ შიმშეკთან და ცენტრალური ბანკის მმართველთან მურათ ჩეთინქაიასთან, აგრეთვე, ეკონომიკის მინისტრთან ნიჰათ ზეიბექჩისთან.
ასევე, დიმიტრი ქუმსიშვილი ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანს და სოფლის მეურნეობის მინისტრს აჰმეთ ესრეფ ფაკიბაბას შეხვდება.
შეხვედრებზე საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.