დიმიტრი ქუმსიშვილი - ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციას ინდივიდუალურად განიხილავს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციას ინდივიდუალურად განიხილავს

ევროკავშირი დაიწყებს საწარმოების ინდივიდუალურად განხილვას მათთვის აკრედიტაციის მისაცემად. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ საწარმოებს, თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინ არის წასული, ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტი, ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისა და აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ, რათა შემდგომში ევროკავშირის ბაზარზე შეიტანონ პროდუქცია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუსელში, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ევროკომისართან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმების გარდა, საუბარი წარიმართა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე.

ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი დღევანდელი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომელიც ბრიუსელში, ევროკომისიაში გაიმართა.

ევროკავშირის აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილება საწარმოებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე განახორციელონ.