დიმიტრი ქუმსიშვილი - „ბლექ სი არენაზე“ Check in Georgia-ს ღირსეული გახსნა გვქონდა
“ბლექ სი არენაზე“ Check in Georgia ს ღირსეული გახსნა გვქონდა მაესტრო მორიკონეს დაუვიწყარი კონცერტით, რომელშიც თბილისის ოპერის 70-კაციანი გუნდიც მონაწილეობდა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ბლექ სი არენაზე“ ენიო მორიკონეს კონცერტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, Check in Georgia ს ფარგლებში წელს კიდევ არა ერთი, ძალიან კარგი კონცერტი გაიმართება, რომელიც, ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ასევე შოუბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
„დარწმუნებული ვარ, მორიკონეს კონცერტით თითოეულმა იქ მყოფმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო. ცოცხალი კლასიკოსისგან მოვისმინეთ მუსიკა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. Check in Georgia ს ფარგლებში წელს კიდევ არაერთი ძალიან კარგი კონცერტი გვექნება, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში ისევე, როგორც შოუ-ბიზნესის განვითარებას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.