დიმიტრი ქუმსიშვილი - ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ახალ სტიმულს მისცემს
მარტში დაგეგმილია ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ახალ სტიმულს მისცემს ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობაში.
„ფაქტია, როდესაც 2015 წელს აღნიშნული ვიზიტი პირველად მოხდა საქართველოში, ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა პრაქტიკულად გაორმაგდა. შესაბამისად, შემდგომში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.