დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს უილბურ როსს შეხვდება.

შეხვედრა აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელთან ტაო ჟანთან საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს. გარდა ამისა, საუბარი შეეხება საკრედიტო-საგარანტიო რეფორმას.

ასევე იგეგმება შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან და მის გუნდთან, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს პროგრამის მიმდინარეობას განიხილავენ.