დიმიტრი ქუმსიშვილი - 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის რეზოლუცია პოზიტიური იქნება
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის რეზოლუცია პოზიტიური იქნება

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის რეზოლუცია პოზიტიური იქნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ოკუპაციაზე დაგეგმილ რეზოლუციის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ის ასევე სრულ მხარდაჭერას უცხადებს გუშინ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

„ამასთან დაკავშირებით გუშინდელი განცხადება იყო ძალიან დროული და ქმედითი. სრულად მხარს ვუჭერ პარლამენტის განცხადებას. რაც შეეხება ევროკავშირის რეზოლუციას, მოდით ვნახოთ, რა ეწერება შიგნით და დარწმუნებული ვარ, რომ ის პოზიტიური იქნება,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.