დიმიტრი პესკოვმა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმებს სასოწარკვეთილების აქტი უწოდა
დიმიტრი პესკოვმა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმებს სასოწარკვეთილების აქტი უწოდა

დიმიტრი პესკოვმა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმებს სასოწარკვეთილების აქტი უწოდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კიევი მიმართავს ტერორისტულ ტაქტიკას და ამით ადასტურებს უკრაინის „რეალურ ტერორისტულ არსს“.

„რა თქმა უნდა, კიევის რეჟიმი მიმართავს ტერორისტული დარტყმების ამ ტაქტიკას. ეს ტერორისტული აქტები მიმართულია სამოქალაქო, სოციალური მიზნებისკენ. ეს ამაზრზენია და ჩვენ გავაგრძელებთ ამასთან ბრძოლას“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომები უკრაინის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების გამო მოსკოვსა და სხვა რეგიონებში გაძლიერდა.

„აშკარაა, რომ უსაფრთხოების ზომები უკვე გაძლიერებულია და, შესაბამისად, მივიღებთ ყველა შესაძლო ზომას, რათა დავიცვათ სამოქალაქო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული თავდასხმების საფრთხისგან. ეს არ ეხება მხოლოდ მოსკოვს, ეს ეხება ყველა რეგიონს, რომელიც ამჟამად ექვემდებარება ასეთ თავდასხმებს“, – განაცხადა პესკოვმა.