დიმიტრი პესკოვმა უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება რუსეთის ფედერაციაში სავარაუდო დამატებითი მობილიზაციის შესახებ
დიმიტრი პესკოვმა უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება რუსეთის ფედერაციაში სავარაუდო დამატებითი მობილიზაციის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის ფედერაციაში სავარაუდო დამატებითი მობილიზაციის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღის საჭიროება არ არის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ივნისისთვის დამატებით 300 ათასი სამხედროს მობილიზებას გეგმავს.