დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ, კრემლის პრეს-სპიკერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ პრობლემები დატუმბვასთან დაკავშირებით წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მათ შორის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. სხვა მიზეზები, რომლებიც დატუმბვის პრობლემებს გამოიწვევდა, არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებმა ვითარება იქამდე მიიყვანა, რომ აგრეგატების მომსახურება და გადაადგილება შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, სწორედ ეს სანქციები, რომლებიც ხელს უშლის აგრეგატების მომსახურებას, ხელს უშლის მათ გადაადგილებას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების გარეშე, რაც ხელს უშლის ამ სამართლებრივი გარანტიების გაცემასაც და ა.შ. სწორედ ეს სანქციები, რომლებიც შემოიღეს დასავლეთის სახელმწიფოებმა, სწორედ მათ მიიყვანეს ვითარება იქამდე, რასაც ახლა ვხედავთ“, – აცხადებს პესკოვი.