დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის, შესაძლოა, საუბარი შედგეს, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით არანაირი სამზადისი არ მიმდინარეობს
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის, შესაძლოა, საუბარი შედგეს, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით არანაირი სამზადისი არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით, როდის მოხდება ეს, ამის გამოცნობა შეუძლებელია“, – განაცხადა პესკოვმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე სიგნალი შეერთებული შტატებიდან პუტინსა და ტრამპს შორის პოტენციური სატელეფონო საუბრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, პესკოვმა უპასუხა: „ჯერ არა“.