დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი კალინინგრადში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვიდან ტვირთების ტრანზიტის საკითხს განიხილავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კალინინგრადში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვიდან ტვირთების ტრანზიტის საკითხს განიხილავს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენთვის ცნობილია ტრანზიტის გადასახადთან დაკავშირებული პრობლემები, ეს პრობლემები გრძელდება, ისინი ჩვენს ყურადღებას ითხოვს, ეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და რა თქმა უნდა ეს თემა დეტალურად იქნება განხილული გუბერნატორ ალიხანოვთან შეხვედრისას“, – განაცხადა პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის კალინინგრადში ჩასვლასთან დაკავშირებით, მედიის მიერ დასმულ კითხვაზე.
ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, პესკოვმა აღნიშნა, რომ კალინინგრადში ვლადიმერ პუტინის ჩასვლის მთავარი თემა პირველი სექტემბერი, ანუ ცოდნის დღე იქნება.