დიმიტრი პესკოვი - ვხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის გარკვეული უთანხმოებაა, დროთა განმავლობაში უთანხმოება გაიზრდება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორისაც
დიმიტრი პესკოვი - ვხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის გარკვეული უთანხმოებაა, დროთა განმავლობაში უთანხმოება გაიზრდება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორისაც

კიევსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის უთანხმოება გაიზრდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თმით, ეს გარდაუვალია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის არის გარკვეული უთანხმოება, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს დაძაბულობა ვარშავასა და კიევს შორის გაიზრდება. გვესმის, რომ უთანხმოება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორის დროთა განმავლობაში ასევე გაიზრდება. ეს გარდაუვალია“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

როგორც პესკოვმა განაცხადა, მოსკოვი აგრძელებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რათა შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც რუსეთს აქვს დასახული.