დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება მაგალითია, როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს, ეს უკრაინას დამატებით უსიამოვნებებს მოუტანს
დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება მაგალითია, როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს, ეს უკრაინას დამატებით უსიამოვნებებს მოუტანს

უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება მაგალითია, როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული ტექნიკა განადგურდება.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ ზრდის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტში ჩართულობის დონეს. ამ აღჭურვილობის მიწოდება სპეცოპერაციის შედეგზე ვერ იმოქმედებს, მაგრამ უკრაინასა და მის მოსახლეობას დამატებით უსიამოვნებებს მოუტანს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინისთვის „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე პოლონეთმა და სლოვაკეთმა თანხმობა განაცხადეს.